თუ იგრძენით გაზის სუნი ! სასწრაფოთ გადაკეტეთ გაზის ონკანები, გააღეთ ფანჯრები და გაანიავეთ ფართი . დარეკეთ სწრაფი რეაგირების სამსახურის ნომერზე 114 და დატოვეთ სახლი.
თქვენი ბიზნესის უსაფრთხოებისთვის- დაუშვებელია გაზის ქსელის და გაზზე მომუშავე დანადგარების თვითნებური მონტაჟი. ანდეთ საქმე კვალიფიციურ სპეციალისტებს .
აუცილებელია ! თბილისი ენერჯის სპეციალისტებს მისცეთ საშუალება თქვენი ბიზნესის ფართში შეამოწმონ გაზმომარაგების ქსელი.
კატეგორიულად აკრძალულია ! გათიშული გაზის ქსელის თვითნებური ჩართვა ან ან გაზზე მომუშავე დანადგარების თვითნებური მონტაჟი. ამით თქვენ საფრთხეს შეუქმნით ადგილზე მყოფ ადამიანებს.
დაუშვებელია გაზის ქსელის და გაზზე მომუშავე დანადგარების დამონტაჟება სარდაფებში ან ისეთ ფართში რომელიც არ ნიავდება.
ვიდრე ოფისს ან სხვა კომერიცულ ფართს იქირავებთ, იგირავებთ ან იყიდით, აუცილებლად მოითხოვეთ გაზის შიდა ქსელის უსაფრთხოების შემოწმება. არ გადახვიდეთ ახალ ფართში ვიდრე არ დარწმუნდებით რომ თქვენი უსაფრთხოება დაცულია.
თქვენი ბიზნესის უსაფრთხოებისთვის, დარეკეთ ნებისმიერ დროს და შევამოწმებთ თქვენს შიდა ქსელს. მომსახურება უფასოა
2 40 40 04 ან 114