გაცნობებთ, რომ თუ შპს „თბილისი ენერჯის“ მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების მხარისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, ის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით საჯაროდ ცხადდება კომპანიის ადმინისტრაციულ შენობაში და ოფიციალურ ვებ. გვერდზე და მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება საჯაროდ გამოცხადებიდან მე-3 დღეს.
შენიშვნა: შპს "თბილისი ენერჯის" დასაბუთებული დადგენილების ჩაბარება შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ა. მიცკევიჩის ქ. #18ა.