თუ გრძნობ გაზის სუნს

გაიგე მეტი

როგორ გავხდე თბილისი ენერჯის აბონენტი

მადლობა რომ გსურთ გახდეთ ჩვენი აბონენტი. "თბილისი ენერჯი" თქვენთვის საუკეთესო არჩევანია. გთხოვთ წაიკითხოთ  ახალ აბონენტად დარეგისტრირების წესები, ასევე თქვენ შეგიძლიათ დარეკოთ კომპანიის ცხელ ხაზზე 2 40 40 04 და მიიღოთ დეტალური ინფორმაცია ან გვეწვიოთ თქვენს სახლთან მდებარე "თბილისი ენერჯის" უახლოეს მომსახურების ცენტრში.

მინდა შევამცირო გაზის გადასახადი ზამთარში

შეამცირეთ გადასახადი, გაუფრთხილდით ოჯახის ბიუჯეტს,გააკეთეთ ხარისხიანი თბოიზოლაცია სახლში. გათბობის გადასახადი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ხარისხიანია თქვენი სახლის თბოიზოლაცია...

როგორ გადავიხადო გადასახადი

ბუნებრივი გაზის გადასახადის გადახდა შეგიძლიათ ბანკის სალაროში, ბანკის კუთვნილ ფეიბოქსებში, ინტერნეტ ბანკის ავტომატური გადახდებით, ასევე ყველა ტიპის სწრაფი გადახდის აპარატით: ნოვა ტექნოლოჯი - Paybox; TBC Pay და ა.შ. თანხის გადახდა ასევე შეგიძლიათ ონლაინ საიტებით: EPAY.GE, TBC Pay - ონლაინ გდახდები Paybox.ge Pay.ge Oppa.ge Mypay.ge Gadaixade.ge

მინდა შევამოწმო გაზგაყვანილობის ქსელი

აუცილებელია თქვენი გაზგაყვანილობის შიდა ქსელის შემოწმება ანდოთ სპეციალისტებს.

დარეკეთ 2 40 40 04 ან 114 და მოითხოვეთ შემოწმება, მომსახურება უფასოა.

როგორ გავიგო რამდენად უსაფრთხოა ჩემი გაზის გამათბობელი ან წყლის გამაცხელებელი?

ღია წვის კამერიანი გაზის გამათბობლის ან წყლის გამაცხელებლის მოხმარება სახლში, ოფისში, ავტოფარეხში, სარდაფში ან ნებისმიერ სხვა დახურულ სივრცეში საშიში და კატეგორიულად აკრძალულია.

როგორ მოვიქცე როცა მისამართს ვიცვლი ან ბინას ვაქირავებ?

თქვენი უსაფრთხოებისთვის გირჩევთ თუ ბინის შეცვლა გადაწყვიტეთ-მნიშვნელობა არ აქვს იყიდეთ,იქირავეთ თუ იგირავეთ, ვიდრე საცხოვრებლად გადახვალთ აუცილებლად დარეკეთ "თბილისი ენერჯის" ცხელ ხაზზე და მოითხოვეთ გაზის გაყვანილობის (მილების, გაზის გამათბობლების და წყლის გამაცხელებლების) შემოწმება.

http://www.economy.ge/ LOGO
http://www.gnerc.org/ LOGO
https://www.gogc.ge/ka/ LOGO
https://bog.ge LOGO
https://libertybank.ge/ka/ LOGO
http://socar.ge/ge/ LOGO
https://tbcbank.ge LOGO