რეგულირებადი
ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთება რეგულირდება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის დადგენილება №12 დანართი №3-ით, სადაც გაწერილია მოთხოვნილი სიმძლავრის მიხედვით ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთების ღირებულება და მიერთების ვადა.
განაცხადით მომართვა/რეგისტრაცია
ბიზნესცენტრში ოპერატორთან ვიზიტისას უნდა წარმოადგინოთ შემდეგი სახის ინფორმაცია:
დეტალების დაზუსტების შემდეგ ოპერატორი ავსებს სემეკის მიერ დამტკიცებულ ფორმას, რომელსაც მონიტორის საშუალებით თვალს ადევნებს დამკვეთი და ადასტურებს ელექტრონული ხელმოწერით. განაცხადის რეგისტრაციისას ავტომატურად მისდის შეტყობინება განაცხადის ნომრის და თარიღის მითითებით.
განაცხადი დარეგისტრირებისთანავე აისახება ტექნიკური პირობების გაცემის სამსახურში. განაცხადის რეგისტრაციიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ხდება განაცხადის დამტკიცება ან დახარვეზება. დამკვეთს წინა დღეს ეგზავნება მოკლეტექსტური შეტყობინება ვიზიტის და დროის შესახებ.
დამტკიცების შემთხვევაში - იგზავნება მოკლეტექსტური შეტყობინება აბონენტის ნომრის მითითებით, სადაც მითითებულია რომ 3 სამუშაო დღის ვადაში დამკვეთმა უნდა მოახდინოს ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთების ღირებულების ჩარიცხვა, წინააღმდეგ შემთხვევაში შეწყდება განაცხადის მსვლელობა.
ხარვეზის შემთხვევაში - იგზავნება მოკლეტექსტური შეტყობინება ხარვეზის დეტალურად აღწერით და მოკლე შინაარსით.
თუ დამკვეთის მიერ 3 სამუშაო დღის ვადაში აბონენტის ნომერზე არ მოხდება ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთების საფასურის ჩარიცხვა, იგზავნება მოკლეტექსტური შეტყობინება განაცხადის მსვლელობის შეწყვეტის შესახებ. იმისათვის რომ განაცხადს მიეცეს მსვლელობა, თანხის ჩარიცხვასთან ერთად უნდა მოხდეს ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთების განაცხადის განახლება და ქსელზე მიერთების ვადის ათვლა იწყება თავიდან.
თუ დამკვეთის მიერ 3 სამუშაო დღის ვადაში მოხდა თანხის ჩარიცხვა, დოკუმენტაცია გადაეცემა საპროექტო სამსახურს. საპროექტო სამსახურის მიერ ხდება დოკუმენტაციის გატარება და იმავე ან მეორე დღეს ხდება გადაცემა კომპანიის კონტრაქტორ კომპანიაზე შპს ,,თბილისი ენერჯიზე“ .
8 სამუშაო დღის ვადაში მზადდება საპროექტო დოკუმენტაცია. ძირითადად დღის ბოლოს ხდება მომზადებული დოკუმენტაციის მოტანა, ბრუნდება მხოლოდ 1 ეგზემპლიარი პროექტი (რომელიც უნდა გადეცეს დამკვეთს), ხოლო დანარჩენი დოკუმენტაცია შესასრულელად გადაეცემა შპს ,,იმედს“.
თუ სამონტაჟო სამუშაოების საწარმოებლად ობიექტი საჭიროებს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნებართვას, საპროექტო სამსახურის მიერ პროექტი გადაეცემა სანებართვო სამსახურს. პროექტის შეთანხმება ხდება შესაბამის კომუნიკაციებთან და შეთანხმებული პროექტი იტვირთება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საიტზე ნებართვის მოპოვების მიზნით.
ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ხარვეზდება, დამატებით ითხოვს სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან თანხმობას ან გაიცემა ნებართვა.
დახარვეზების შემთხვევაში - თუ არის კომპანიის ხარვეზი უმოკლეს ვადებში ხდება პროექტის დაკორექტირება. თანხმდება კომუნიკაციებთან და ხელახლა ითვირთება ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საიტზე.
თუ ხარვეზი არ არის გამოწვეული კომპანიის მიერ და პროექტის შეცვლა საჭიროებს დამატებით დროს, სემეკის გადაწყვეტილებით თუ დარჩენილია ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთების ვადის გასვლამდე 10 სამუშაო დღე, შესაძლებელია დასაბუთებული წერილობითი განმარტების საფუძველზე ვადის გაზრდის მოთხოვნა.
სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან შეთანხმების მოთხოვნის შემთხვევაში - საჭიროა დამატებითი დრო. 10 სამუშაო დღით ადრე მზადდება დასაბუთებული წერილი და იგზავნება სემეკში ვადის გაზრდის მოთხოვნით.
ნებართვის მოპოვების შემთხვევაში დოკუმენტაცია გადაეცება შპს ,,იმედს“ და ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთების ვადის ამოწურვამდე სრულდება დამკვეთის მიერ მოთხოვნილი სამუშაოები. სამუშაოების დასრულების შემდგომ დოკუმენტაცია ბრუნდება ზედამხედველობის სამსახურში.
სტანდარტული პირობის მოთხოვნის შემთხვევაში - თუ დამკვეთს მოწყობილი აქვს 1 წერტილი, კომპანიის მიერ ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთების ვადაში ხდება გაზგამანაწილებელი ქსელის და მრიცხველის მოწყობა, ასევე 1 წერტილამდე ქსელის მიყვანა და ჩართვა. თუ დამკვეთი არ იმყოფება ადგილზე ან შიდა ქსელი არ აქვს მოწყობილი, შედგება მრიცხველის ექსპლუატაციაში გაშვები აქტი და დამკვეთის მიერ წერილობით მომართვის შემთხვევაში 5 სამუშაო დღის ვადაში ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლის და რაიონული ბიზნეცენტრის წარმომადგენლის მიერ ხდება ბუნებრივი გაზის ჩართვა. აღნიშნული ინფორმაცია დამკვეთს ეცნობება მოკლეტექსტური შეტყობინებით.
არასტანდარტული პირობის მოთხოვნის შემთხვევაში - ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთების ვადაში ხდება გაზგამანაწილებელი ქსელის და აღრიცხვის კვანძის მოწყობა წითელ ხაზამდე (ამ შემთხვევაში მრიცხველამდე ქსელი მიღებულია ექსპლუატაციაში სრული ტექნიკური ნორმების დაცვით). დგება მრიცხველის ექსპლუატაციაში გაშვების აქტი. აღნიშნული ინფორმაცია დამკვეთს ეცნობება მოკლეტექსტური შეტყობინებით. შიდა ქსელის მოწესრიგების შემდეგ, დამკვეთის მიერ წერილობით მომართვის შემთხვევაში 5 სამუშაო დღის ვადაში ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლის და რაიონული ბიზნეცენტრის წარმომადგენლის მიერ ხდება ბუნებრივი გაზის ჩართვა.