თუ თვლით, რომ ხართ კომუნიკაბელური, შეგწევთ უნარი მოუსმინოთ, იზრუნოთ და გადაჭრათ პრობლემები, მაშინ თქვენთვის ძალიან საინტერესო და აზარტულია გააცნობიეროთ, მიიღოთ და მოაგვაროთ ყველა საკითხი რასაც მომხმარებელი ითხოვს ბუნებრივი გაზის სფეროში. საქმისადმი ასეთი მიდგომით კი კომპანიის წარმატებაში მიიღებთ მონაწილეობას.
„თბილისი ენერჯის“ მენეჯმენტი, პროფესიონალ და მეგობრულ გუნდთან ერთად, ზრუნავს საინტერესო სამუშაო გარემოში მიიღოთ გამოცდილება. მუშაობის პარალელურად გუნდი ყოველთვის ახერხებს პერიოდულად, კორპორატიული საღამოებით, ექსკურსიებით და სხვა კულტურული ღონისძიებებით განტვირთვას.
„თბილისი ენერჯის“ მენეჯმენტი მუდმივად ზრუნავს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებასა და წინსვლაზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია გუნდის თითოეული წევრის მონაწილეობა კომპანიის შემდგომ წარმატებაში. თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ პერსონალური განვითარების სისტემით, რომლის საფუძველზეც თანამშრომელი შეძლებს ჩვენთან ერთად დაგეგმოს საკუთარი პროფესიული და კარიერული ზრდა ბუნებრივი გაზის ინჟინერიის, ქოლცენტრის, ფინანსების, IT, მარკეტინგის და სხვა სპეციალობებში.

რეზიუმეს გამოგზავნის შემდეგ, კანდიდატი გადის რამოდენიმე ეტაპს -
* რეზიუმეს განხილვა
* ზოგადი ტესტირება
* გასაუბრება
* სტაჟირება (საჭიროების შემთხვევაში)
იხილეთ მიმდინარე ვაკანსიები. დაინტერესების შემთხვევაში შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა და ატვირთეთ თქვენი რეზიუმე.
წარმატებებს გისურვებთ ჩვენს დიდ და საამაყო გუნდში მოსახვედრად.