დისტანციური მომსახურება

დისტანციური მომსახურება

დისტანციური მომსახურება

ძვირფასო მომხმარებლებო,
 
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების გათვალისწინებით ჩვენ გთავაზობთ დისტანციურ მომსახურებას, რაც გაძლევთ საშუალებას კომპანიაში არსებული ყველა სერვისი მიიღოთ სახლიდან გაუსვლელად. აღნიშნული სერვისებით შეგიძლიათ ისარგებლოთ შემდეგნაირად:

ეწვიეთ შპს "თბილისი ენერჯის" ოფიციალურ ვებ-გვერდს WWW.TE.GE. ჩამოტვირთეთ თქვენთვის სასურველი ნებისმიერი ტიპის განაცხადი, შეავსეთ და ელექტრონულად (სკანირებული ან ფოტოს სახით) გამოაგზავნეთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე public@te.ge


გაითვალისწინეთ, რომ თქვენი განაცხადის წარმატებით დარეგისტრირების შემთხვევაში, თქვენს მიერ მითითებულ მობილურის ნომერზე მიიღებთ რეგისტრაციის შეტყობინებას, ხოლო ხარვეზის შემთხვევაში, შესაბამისი ინფორმაცია გამოგეგზავნებათ ელექტრონულად (SMS შეტყობინება, ელექტრონული ფოსტა).


დაგვირეკეთ 24 საათის განმავლობაში 2 40 40 04-ზე და დააფიქსირეთ თქვენთვის საინტერესო საკითხი. საკითხის დაფიქსირებიდან მაქსიმუმ ერთი სამუშაო დღის განმავლობაში შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი დაგიკავშირდებათ და მისცემს საკითხს მსვლელობას.

 


მადლობა თანამშრომლობისათვის!

გისურვებთ ჯანმრთელობას!

 

გთხოვთ აირჩიოთ მომხმარებლის ტიპი