როცა შენი უყურადღებობით სხვა ადამიანები იღუპებიან-ინტერვიუ გიორგი ლეფსვერიძესთან

როცა შენი უყურადღებობით  სხვა ადამიანები იღუპებიან- ინტერვიუ გიორგი ლეფსვერიძესთან.

 

ის რაც აუცილებელია იცოდეთ

„თბილისი ენერჯის“ ტექნიკური დირექტორის მოადგილე

 

         რამდენიმე დღის წინ ვაკეში ერთ-ერთ ბინაში დამლაგებელმა გაზქურის ონკანები ჩართო და სახლიდან გავიდა. გაზის სუნი სადარბაზოში, კორპუსის მცხოვრებლებმა იგრძნეს  და 114-ში დარეკეს. ადგილზე მისულმა „თბილისი ენერჯის“ სწრაფი რეაგირების ჯგუფმა ღიად დატოვებული გაზქურის ონკანებ აღმოაჩინა და კორპუსი აფეთქებას გადაარჩინეს. კორპუსში რამდენიმე ათეული ოჯახი ცხოვრობს.

         დიღომში ერთ-ერთ კორპუსში კი ხელოსნებმა, რემონტის დროს  გაზქურა ქსელიდან ჩახსნეს,  ცენტრალური ონკანი კი არ გადაკეტეს.  გაზმა ღიად დატოვებული მილებიდან გაჟონვა დაიწყო,  რაც ჯერ  ბინაში დაგროვდა, შემდეგ  კი  მაღალი კონცენტრაციით სადარბაზოში. 114-ის ბიჭებმა  ამ შემთხვევაში 70-მდე ოჯახი აფეთქებას გადარჩა.

თბილისი ენერჯიში ამბობენ, რომ მსგავსი ისტორიები დღე-ღამის განმავლობაში ხშირია. თუ ბუნებრივ გაზს არასწორად მოვიხმართ და არ ვიცავთ უსაფრთხოების წესებს, ჩვენ ამით ვკლავთ საკუთარ თავსაც და სხვებსაც.    2015-2020 წლებში, ბუნებრივი გაზის დანადგარების  არასწორი მოხმარების  შედეგად მხოლოდ დედაქალაქში 150 ადამიანი გარდაიცვალა.

კომპანია თბილისის მასშტაბით 500 000  აბონენტის უსაფრთხოებას  ემსახურება და გაზის უწყევტ მიწოდებას  უზრუნველყობს. თუმცა საკუთარ უსაფრთხოებაზე პირველ რიგში თავად უნდა ვიფიქროთ-დავიცვათ გაზის უსაფრთხო მოხმარების წესები და არ გამოვიყენოთ ღია კამერიანი გაზის დანადგარები.  ბუნებრივი გაზის უსაფრთხოების თემაზე სასაუბროდ კომპანიის ტექნიკურ დირექტორს, გიორგი ლეფსვერიძეს შევხვდით.

 

მინდა ვთქვა, რომ მოსახლეობაში უმეტესად გავრცელებულია მცდარი ინფორმაცია უბედური შემთხვევების გამომწევ მიზეზებთან დაკავშირებით! თქვენ გაეცანით სტატისტიკას და მინდა გითხრათ, რომ ამ შემთხვევების უმეტესობა გამოწვეულია ინტოქსიკაციით. ოღონდ აქ თავად გაზი არაფერშია დამნაშავე. საქმე ისაა, რომ უბედური შემთხვევები ძირითადად გამოწვეულია გაზის ხელსაწყოების არასწორი ექპლუატაციით. შედეგად ოთახში გროვდება  მხუთავი აირი CO - უფერო, უსუნო და ძლიერ მომწავლელი. რეალურად CO მკვლელია. ჩუმი მკვლელი. ხშირად ვუშვებთ შეცდომმას როცა ვამბობთ რომ გაზით გაიგუდა ან გაზით მოიწმალმა. ეს არასწორია. იწამლებიან CO-თი და იღუპებიან CO-თი.

წარმოიდგინეთ დახურულ სივრცეში CO-ს დაგროვებისას:

0,5%-ის შემთხვევაში - 20-30 წუთში ადამიანს   სასიკვდილოდ წამლავს.

1%-ის შემთხვევაში კი მაქს 2 წუთში კლავს.

 

რა შემთხვევაში გროვდება ოთახში ეს სასიკვდილო აირი CO ?

მე უკვე ავღნიშნე, რომ CO-ს დაგროვების მთავარი მიზეზი გაზის ხელსაწყოების არასწორი ექპლუატაციაა. განსაკუთრებით სახიფათო - პირდაპირ ვიტყვი, სასიკვდილო ე.წ ღია წვის კამერიანი დანადგარებია. ასეთი დანადგარები ჟანგბადს საცხოვრებელი, ან სამუშაო ფართიდან იღებს.  სანაცვლოდ კი ფართში CO-ს აგროვებს,  ეს კი ადამიანს კლავს. გაუფრთხილდით საკუთარ თავს  და თქვენს გვერდით მყოფი ადამიანების სიცოცხლეს. იცოდეთ - ასეთი დანადგარების დახურულ სივრცეში მონტაჟი კატეგორიულად აკრძალულია.

 

ინტოქსიკაციისა და CO-თი გამოწვეული შემთხვევების გარდა რამდენად ხშირია აფეთქებები და ამ შემთხვევაში რა არის  გამომწვევი მიზეზი?

აფეთქებების შემთქვევები მცირეა. ოღონდ ეს ყველაფერი ჩვენი თანამშრომლების, სწრაფი რეაგირების სამსახურის ხარჯზე. ამ შემთხვევებშიც მტავარი გამომწვევი მიზეზი ისევ არასწორი ექსპლუატაცია, თვითნებურად გაყვანილი მილები ან უყურადღებოდ და ღია მდგომარეობაში დატოვებული გაზქურები და გაზის სხვა დანადგარებია. დახურულ სივრცეში დაგროვილი გაზი კი ძალიან სახიფათოა. უფრო ზუსტად რომ გითხრათ  -  თუ დახურულ სივრცეში გაზის კონცენტრაცია 5-15% მდეა ეს ძლიერ აფეთქებას იწვევს. 15-60% მდე აალებას. 60% ის ზევით დაგროვილი  გაზი კი არც აალდება და არც აფეთქდება. რეალურად გაზი მხოლოდ ჰაერთან - ჟანგბადთან შერევისას ხდება სახიფათო. 

სწორედ ამ საფრთხეებიდან გამომდინარე ყველას ვუწევთ რეკომენდაციას, რომ დახურულ სივრცეში (ბინა/კომერციული ფართი) უნდა იყოს დამონტაჟებული გაზის გაჟონვის  დეტექტორი და ელექტრო იმპულსური ონკანი.

ბუნებრივი გაზის გაჟონვის დროს დეტექტორი გადასცემს ელექტრო იმპულსს ონკანს, რის შედეგადაც ხდება დახურულ სივრცეში გაზის მიწოდების დაუყოვნებლივ შეწყვეტა.

 

თქვენ აღნიშნეთ, რომ უმეტეს შემთხვევაში უბედური შემთხვევები დანადგარების არასაწორი ექსპლუატაციის შედეგია. ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი? აქვს თუ არა კომპანიას რაიმე ბერკეტები?

 

საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით - „პასუხისმგებლობა საცხოვრებელ სახლებში გაზის საყოფაცხოვრებო ხელსაწყოების უსაფრთხო ექპლუატაციაზე ეკისრებათ მობინადრეებს“

ჩვენ ვალდებული ვართ შევამოწმოთ ტექნიკურად გამართულია თუ არა გაზგაყვანილობა. მივცეთ შენიშვნა, მივცეთ გონივრული ვადა მცირე ხარვეზების გამოსასწორებლად ან თუ მძიმე დარღვევასთან გვაქვს საქმე შევუჩეროთ გაზმომარაგება. სამწუხაროდ ხშირად აბონენტების ნაწილი საფრთხის მიუხედავად თვითნებურად აღადგენს გაზმომარაგებას რაც ბევრჯერ გამხდარა უბედური შემთხვევების მიზეზი. გამოსავალი მხოლოდ ერთია -  უნდა გავითავისოთ და გავიაზროთ პასუხისმგებლობა,  არა მხოლოდ საკუთარი, არამედ სხვა ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე.

გაზის უსაფრთხო მოხმარების ინსტრუქცია.

 

 

აუცილებელია! ყოველ წელს დაუშვათ შპს „თბილისი ენერჯის“ სპეციალისტი თქვენს კუთვნილ ფართში და შეამოწმებინოთ გაზის ქსელის და დანადგარების ტექნიკური გამართულობა

აუცილებელია! თქვენი კუთვნილი ფართის გაქირავების შემთხვევაში შპს „თბილისი ენერჯის“ სპეციალისტის მიერ მოხდეს გაზის ქსელის და დანადგარების შემოწმება

აუცილებელია! სახლიდან გასვლილას სახლში არსებული გაზის ონკანების დაკეტვა

 

კატეგორიულად აკრძალულია! გაზგაყვანილობის და გაზის დანადგარების თვითნებური მოტაჟი, გადაადგილება ან დაერთება

კატეგორიულად აკრძალულია! უსაფრთოების მიზნით გათიშული გაზის ქსელი ან დანადგარების თვითნებური ჩართვა!

კატეგორიულად აკრძალულია! გაზის დანადგარების მოხმარება ჩამკეტი მოწყობილობების გარეშე

კატეგორიულად აკრძალულია! ანთებული გაზის დანადგარების უმეთვალყურეოდ დატოვება

კატეგორიულად აკრძალულია! გაზგაყვანილობის და გაზის ხელსაწყოების დამონტაჟება სარდაფებში

სასტიკად აკრძალულია და არ შეიძლება! გაზის დანადგარების დამონტაჟება სველ წერტილში

დაუშვებელია! გამათბობელის ან წყალგამაცხელებლის გამწოვი მილის დაერთება საკვამლე ან სავენტილაციო არხებზე

დაუშვებელია! წყალგამაცხელებლის ან გამათბობელის საკვამლე მილის დამონტაჟება სადარბაზოში (კიბის უჯრედში)

დაუშვებელია და სიცოხლისთვის საშიშია! ისეთი ტიპის წყალგამაცხელებლის ან გამათბობლის მონტაჟი რომელსაც არ აქვს საკვამლე მილი!

აუცილებელია! გაზის სუნის შეგრძნების შემთხვევაში გამოაღოთ სარკმელი, დაკეტოთ გაზის ონკანები, დატოვოთ ფართი  და დარეკოთ შპს „თბილისი ენერჯის “ საავარიო ცხელ ხაზზე 114

დაუშვებელია! გაზის სუნის შეგრძნებისას ღია ცეცხლის და ელექტრო მოწყობილობების გამოყენება დახურულ სივრცეში

კატეგორიულად აკრძალულია! ყველა სახის არასტანდარტული (თვითნაკეთი) გაზის ხელსაწყოების და სანთურების გამოყენება.