აკაკი გინტური
						საბურთალო-ნუცუბიძის მომსახურების ცენტრი
ტექნიკოსი
                        
                        დაკისრებული უფლება-მოვალეობები:
                        
- ახლად გაზიფიცირებულ ფართებში გაზგაყვანილობის ქსელის, მოწყობილობების პროექტთან შესაბამისობის შემოწმება და გაზის პირველადი ჩართვა;
- აბონენტებისთვის ინსტრუქტაჟის ჩატარება გაზის მოწყობილობებისა და დანადგარების უსაფრთხო გამოყენების შესახებ;
- გაზმომარაგების ქსელებსა და მოწყობილობებში გაზის  გაჟონვის შემთხვევების დროული  გამოვლენა და მათ აღმოსაფხვრელად სათანადო ზომების მიღება;
- მოქმედი ტექნიკური რეგლამენტების დარღვევით დამონტაჟებული გაზის ხელსაწყოების ქსელიდან ჩახსნა, ხოლო განმეორებით (თვითნებურად) მიერთების შემთხვევაში (დარღვევის გამოსწორებამდე) გაზმომარაგების შეწყვეტა;
- მრიცხველის დემონტაჟი/მონტაჟი, გაზის ონკანების შეცვლა/შეპოხვა;
- გეგმიურად და არაგეგმიურად გათიშული აბონენტების ჩართვა;
- გაზმომარაგების ქსელში წნევის პერიოდული შემოწმება;
- მოქმედი ტექნიკური რეგლამენტებისა და უსაფრთხოების წესების მკაცრი დაცვის უზრუნველყოფა;
- საცალო მომხმარებლების მფლობელობაში არსებული გაზგაყვანილობის და გაზის დანადგარების/ხელსაწყოების გეგმიური შემოწმება. შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენა;
- აღრიცხვის კვანძისა და გაზის ქსელის შემოწმება/დათვალიერება, დარღვევის გამოვლენა და შესაბამისი რეაგირების მოხდენა;
- ბუნებრივი გაზის უკონონო მოხმარების (დატაცების) ფაქტების გამოვლენა და შესაბამისი ზომების მიღება (გაზმომარაგების შეწყვეტა, მრიცხველის მოხსნა და ა.შ)
სამუშაო გამოცდილება:
                        შპს ,,თბილისი ენერჯიში" დასაქმებულია 2013 წლიდან.
                        
                        მიღებული სერთიფიკატები: