ზამთრის სეზონისთვის ვემზადებით და თბილისი ენერჯის სპეციალისტები თქვენი ოჯახების მეტი უსაფრთხოებისთვის, ამ წუთებში ზემო ფონიჭალაში, ახალი გაზმარეგულირებელი სადგურის (გსმ) მონტაჟზე მუშაობენ. ვემზადებით ზამთრისთვის და სწორედ ამ სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო კრწანისის რაიონში 7000–მდე აბონენტს გაზმომარაგება დროებით შეუწყდა. თბილისი ენერჯის სპეციალისტების ჯგუფები მობილიზებულია რომ მაქსიმალურად მოკლე დროში გადავერთოთ კიდევ ერთ ახალ გაზმარეგულირებელ სადგურზე რომ ვიყოთ კიდევ უფრო დაცულები ქალაქის გაზით მომარაგებისას.
გაზმომარაგება აღდგება 25 სექტემბერს დილის 10.00 სთ-დან და დასრულდება 20.00 სთ-მდე. „თბილისი ენერჯი“ კიდევ ერთხელ ბოდიშს მოგიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის თუმცა გეტყვით რომ ეს კეთდება თქვენთვის , ჩვენი აბონენტების მეტი უსაფრთხოებისთვის. ახალი გაზგამანაწილებელი სადგური საგრძნობლად გააუმჯობესებს დედაქალაქის, კერძოდ ფონიჭალის მოსახლეობის გაზმომარაგებას და უსაფრთხოებას.