სხვა ამბები

axali-gazsadeni-wyneTshi

ახალი გაზსადენი წყნეთში

დედაქალაქის უსაფრთხო გაზმომარაგება კომპანია „თბილისი ენერჯის“ ერთერთი მთავარი პრიორიტეტია. 

წყნეთში, მთავარ მომმარაგებელ გაზსადენზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა.

აშენდა ახალი, 1კმ–ზე მეტი სიგრძის თანამედროვე გაზსადენი, რაც წყნეთის გაზმომარაგებას გაცილებით უსაფრთხოს გახდის. სამუშაოები უკვე დასრულებულია და ახალ ქსელზე გადართვა ხუთშაბათს, 11 თებერვალს დაიწყება. აღნიშნული სამუშაოების გამო 11 თებერვლის დილის 9:00 საათიდან გაზმომარაგება დროებით შეუწყდება წყნეთში– დავით აღმაშენებლის,  მაია წყნეთელის, სააკაძის, სტალინის (ახლ. ამილახვარის), საირმის, გორკის, თამარ მეფის, ლესელიძის, კოსტავას, ორბელიანის,  რუსთაველის,   ქ. წამებულის, ვაჟა-ფშაველას, გრიშაშვილის, თევდორე მღვდლის, ჩოლოყაშვილის, ფიროსმანის, ტაბიძის, არსენას, ჭავჭავაძის ქუჩებისა და ჭავჭავაძის მიმდებარედ – ქეთქეთების დასახლების, ასევე სატყეო უბნის, ვაშლის ბაღის ტერიტორიასა და მწვანე ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობას, წყნეთის ,,ა” ზონა, 12კ, წყნეთის ,,ბ” ზონა, ,,გ” ზონა, 2კ, 3კ, ეკ. კორპ. 1,  წყნეთში – თამარ მეფის ქ. 17, 25, 42-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების, ასევე  წყნეთი – აფხაზეთის, ახალდაბის, გაგრის, გორგასლის, გრიშაშვილის, გორკის, გურამიშვილის, თამარ მეფის ქუჩის, ჩიხისა და შესახვევის, ილიკო სუხიშვილის, იაკობ გოგებაშვილის, სააკაძის, იფნის-ბარის, რუსთაველის, სატყეოს, ქ. წამებულის, ყაზბეგის, ცეკავშირის დას, წერეთლის, მაია წყენთელის ქუჩისა და შესახვევების, ე. წ. ,,ვაშლის ბაღები”-ს ტერიტორიის, ნუშის ბაღების ტერიტორიაზე, წყნეთის ,,ა” ზონის (სამთავრობო ზონის), წყნეთის “ბ” ზონისა და სოფ. ახალდაბაში მცხოვრებ კერძო სექტორის მოსახლეობას, ასევე გაზმომარაგება შეუწყდება # 118-ე საბავშვო ბაგა-ბაღს, სსიპ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს,

სიტუაციების მართვის სამსახურს, შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის განყოფილებას, წმ. ნინოს სახელობის ეკლესიას, კოპალას, სს ,,ნიკორას”, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ,,ტანვარჯიშის განვითარების სპორტულ ცენტრს”,  დიდგორის რაიონის გამგეობის შენობასა და ასევე წყნეთის ტერიტორიაზე განთავსებულ სხვა მცირე კომერციულ ობიექტებს.  დაახლოებით 4500 აბონენტს. 

 

გაზმომარაგების აღდგება დაიწყება იმავე დღეს 17:00 სთ-დან და სრულად აღდგება 21:00–საათამდე.