დიღმის მასივში 4000 აბონენტს გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა.
გაცნობებთ, რომ დიღმის მასივის 5-ე და 6-ე კვარტალის მოსახლეობას, 4000 მდე აბონენტს გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა.
ამ ეტაპზე გაზმომარაგების დროულად აღსადგენად მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები.
გაზის მიწოდება სრულად დღის ბოლომდე, 20:00 საათამდე აღდგება.