კომპანია „დიღომი ვილა გაზმა“ უნებართვოდ და უსაფრთხოების ნორმების სრული დარღვევით „თბილისი ენერჯის“ კუთვნილი გაზსადენი გადაჭრა. უკანონო სამუშაოები კომპანიამ აბონენტების თავის ქსელზე გადართვის მიზნით ჩაატარა.
უკანონო სამუშაოების შედეგად “თბილისი ენერჯის” კუთვნილ გაზმომარაგების ქსელში ჰაერი შეიპარა. რამაც თავის მხრივ ქსელის დაზიანების გარდა
აფეთქების საშიშროება შექმნა და მოსახლეობის სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა.
მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით გაზის მიწოდება აღნიშნულ უბნებში სასწრაფო წესით შეუწყდა 2000 მდე აბონენტს.
გაცნობებთ, რომ ამ წუთისთვის
გაზმომარაგების აღსადგენად საჭიროა ტექნიკური სამუშაოების წარმოება რათა გაზის მიწოდება აღდგეს გაზის მეურნეობაში მოქმედი რეგლამენტების შესაბამისად და მოსახლეობის უსაფრთხოების სრული დაცვით. ადგილზე სრულად მობილიზებულია “თბილისი ენერჯის” სპეციალისტები და მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები გაზმომარაგების აღსადგენად.
ასევე გაცნობებთ, რომ “თბილისი ენერჯი” დიღომი 7,8,9 ის მოსახლეობა სექტემბრის თვეში გააფრთხილა, რომ 1 მ3 გაზის ღირებულება 0.461374 თეთრს შეადგენს და კომპანიისთვის უცნობი პირები აბონენტებს სთავაზობდნენ გაზის მიწოდებას. ამისთვის კი ითხოვდნენ პირად მონაცემებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით საპატრულო პოლიცია და საგამოძიებო სამსახურები სრულად საქმის კურსშია და მიმდინარეობს მომხდარის მოკვლევა.
კომპანია “თბილისი ენერჯი” ბოდიშს უხდის აბონენტებს მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით შექმნილი დისკომფორტისთვის.
კომპანია “თბილისი ენერჯი” ბოდიშს უხდის აბონენტებს მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით შექმნილი დისკომფორტისთვის.
გთხოვთ გამოიჩინოთ მაქსიმალური ყურადღება ,პასუხისმგებლობა და დაგვეხმაროთ საფრთხის განეიტრალებაში. კერძოდ გადაკეტოთ ყველა გაზის ონკანი და დაელოდოთ “თბილისი ენერჯის” შეტყობინებას გაზის მიწოდების აღდგენასთან დაკავშირებით
კომპანია “თბილისი ენერჯი” განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თბილისის მოსახლეობის უსაფრთხო გაზმომარაგებას. კომპანიის სპეციალისტები სამუშაოებს უსაფრთხოების
წესების სრული დაცვით ახორციელებს.
გაზმომარაგების აღდგენა 13 ნოემბერს 12:00 საათიდან დაიწყება და სრულად აღდგება 20:00 მდე.