როგორ მოვიხმაროთ ბუნებრივი გაზი უსაფრთხოდ, რა წესები უნდა დავიცვათ გაზის ხელსაწყოების მოხმარებისას, რომელი დანადგარებია უსაფრთხო და რა უნდა გავაკეთოთ იმისთის ,რომ არ შევუქმნათ საფრთხე ჩვენი ოჯახის წევრებს და მეზობლებს - ეს არის ძირითადი საკითხები რაზეც „თბილისი ენერჯის „ ხელმძღვანელები და გაზის უსაფრთხოების სპეციალისტები დედაქალაქის მოსახლეობასთან შეხვერებს მართავენ..
კომპანია აქტიურად განაგრძობს უსაფრთხოების საინფორმაციო კამპანიას. მორიგი შეხვედრა სამგორის რაიონში გაიმართა. თბილისი ენერჯის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკით, სამგორის რაიონი ერთ-ერთი ყველაზე პრობლემურია სადაც ხშირია გაზის ქსელზე აკრძალული სახიფათო დანადგარების დაერთების შემთხვევები. უსაფრთხოების კამპანიაში მონაწილეობდნენ ენერგო ომბუდსმენი , სამგორის რაიონის გამგებელი, დეპუტატები და დედაქალაქის საკრებულოს წევრები.